მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №791
2011 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ


1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 12918 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. კომისიის საქმიანობის საფუძვლები
1. ეს დებულება განსაზღვრავს „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის  15 ნოემბრის №726 ბრძანებულებით შექმნილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის (შემდეგში – კომისია) ორგანიზაციის, საქმიანობის წესისა და უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. კომისიის საქმიანობა ეფუძნება კოლეგიალობის, ნდობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
4. კომისიას აქვს ბლანკი, ბეჭედი, საბანკო ანგარიში და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.
5. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
მუხლი 2. კომისიის ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფა სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.
2. თავისი ამოცანის შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ბ) მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ფართობების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსაყოფად;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც აისახება კომისიის სხდომის ოქმში;
დ) შექმნას სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილების ვადები;
ე) განსაზღვროს სამუშაო ჯგუფების მიერ შესასრულებელი სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, მოისმინოს მათი ანგარიშები;
ვ) განსაზღვროს კომისიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა, ხარჯთაღრიცხვა, შინაგანაწესი, საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა;
ზ) კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს/გაათავისუფლოს კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშაოს კომისიის ბიუჯეტის პროექტი;
ი) განსაზღვროს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის მეთოდები და საშუალებები;
კ) ითანამშრომლოს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს კომისიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და თანამშრომელთა წახალისება;
მ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შესაბამისი პროექტი;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხვა დოკუმენტების საჯაროობა;
პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან;
ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასა და ამომრჩეველთა ერთიანი დაზუსტებული სიის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენას;
გ) ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის წარდგენის შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახორციელებს კონტროლს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის პროცესზე.

თავი II
კომისიის შემადგენლობა


მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 21 წევრი.
2. კომისიის შემადგენლობას პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 4. კომისიის თანამდებობის პირები და მათი არჩევის წესი
1. კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
2. კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან კომისიის უფლებამოსილების ვადით, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილ წევრთაგან.
3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან კომისიის უფლებამოსილების ვადით, კომისიის არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით, ხელისუფლების ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კომისიის წევრთაგან.
4. დაუშვებელია კომისიის თავმჯდომარის მოადგილის და კომისიის მდივნის თანამდებობაზე არჩეულ იქნენ მხოლოდ ხელისუფლების ან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კომისიის წევრები.
5. კომისიის თანამდებობის პირების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს ამ დებულებით დადგენილი წესით, კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
6. კომისიის თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი აირჩევა კომისიის მიერ, ამ დებულებით დადგენილი წესით.

მუხლი 5. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებები
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს;
გ) უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა;
დ) კოორდინაციას უწევს კომისიის სტრუქტურული ერთეულებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას;
ე) გამოსცემს ბრძანებებს შიდაორგანიზაციულ და საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს (გარდა ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს კომისიის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს;
თ) უფლებამოსილია მიიღოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ი) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან, მათ შორის, პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან, საქართველოსა და უცხო ქვეყნების ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
კ) უფლებამოსილია, კომისიის წევრის მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან მისი დავალებით;
ბ) კოორდინაციას უწევს კომისიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
გ) იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. კომისიის მდივანი
კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) ახორციელებს კომისიის საქმისწარმოებას, უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას და შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობას;
გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 8. კომისიის წევრი
1. კომისიის წევრი მონაწილეობს როგორც კომისიის, ისე სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.
2. კომისიის წევრი უფლებამოსილია:
ა) მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, აგრეთვე კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციის სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებიდან გამოთხოვის მიზნით;
ბ) ადგილზე გაეცნოს კომისიის რეგიონალური წარმომადგენლობების საქმიანობას;
გ) კომისიის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს საკითხის დღის წესრიგში შეტანა;
დ) კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვაში, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვას განსხვავებული აზრი;
ე) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად მოითხოვოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ე) გარდაცვალება;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კომისია უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრის შესახებ.

თავი III
კომისიის მუშაობის ორგანიზება


მუხლი 9. კომისიის სხდომები
1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ.
2. კომისიის სხდომები, როგორც, წესი, იმართება ორ კვირაში ერთხელ. კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
3. კომისიის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის მესამედის ხმებით.
6. კენჭისყრის ჩატარების ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ამ დებულებით დადგენილი წესით.
7. კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და სხდომაზე განსახილველ საკითხებს ამზადებს კომისიის მდივანი.
8. კომისია დაგეგმილ სხდომამდე ერთი დღით ადრე უზრუნველყოფს სხდომის დღის წესრიგის პროექტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობას.
9. კომისიის წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს საკითხის დღის წესრიგში შეტანა, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე.
11.  კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
12. კომისიის სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას კომისიის წევრები ადასტურებენ თავიანთი ხელმოწერით.
13. კომისიის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
14. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება 2 დღეში და მის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
15. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირებისათვის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
16. კომისიის წევრები და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ვალდებული არიან მათი საქმიანობის განხორციელების პერიოდში მიღებული შესაბამისი (საიდუმლო) ინფორმაცია დაიცვან გამხელისაგან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
17. კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნება და გასაჩივრება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV
კომისიის სტრუქტურული ერთეულები


მუხლი 10. კომისიის სტრუქტურული ერთეულები
1. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად კომისიაში იქმნება შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) კომისიის აპარატი;
ბ) კომისიის რეგიონალური წარმომადგენლობები.
2. კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, ამ დებულებით დადგენილი წესით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია.
3. კომისიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის უფლებამოსილების ვადით იქმნება კომისიის აპარატი.
2. კომისიის აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიის აპარატის უფროსი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია, ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისიის აპარატის სტრუქტურას, შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს კომისია, ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. კომისიის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს საქმისწარმოებისა და კომისიის მუშაობის ერთიანი სისტემის ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს კომისიის საფინანსო-ეკონომიკურ, საინფორმაციო და სამართლებრივ უზრუნველყოფას;
გ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვასა და გადამზადებას;
დ) უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამართულობას, აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას და ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას;
ე) კოორდინაციას უწევს რეგიონალურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობას და მათ სათანადო უზრუნველყოფას;
ვ) ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წევრისათვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდება;
ზ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის ცალკეულ დავალებებს;
თ) უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ი) ახორციელებს ამ დებულებითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. კომისიის აპარატში კომისიის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, იქმნება სტრუქტურული ქვედანაყოფები (განყოფილებები).
6. კომისიის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (განყოფილებების) ხელმძღვანელებს, აპარატის უფროსის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია, ამ დებულებით დადგენილი წესით.
7. კომისიის აპარატის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კომისიის აპარატის შინაგანაწესით.
მუხლი 12. კომისიის რეგიონალური წარმომადგენლობები
1. კომისიის ამოცანების განხორციელების მიზნით იქმნება შემდეგი რეგიონალური წარმომადგენლობები:
ა) თბილისის რეგიონალური წარმომადგენლობა;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური წარმომადგენლობა;
გ) გურიის რეგიონალური წარმომადგენლობა;
დ) იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობა;
ე) კახეთის რეგიონალური წარმომადგენლობა;
ვ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური წარმომადგენლობა;
ზ) რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური წარმომადგენლობა;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური წარმომადგენლობა;
ი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური წარმომადგენლობა;
კ) ქვემო ქართლის რეგიონალური წარმომადგენლობა;
ლ) შიდა ქართლის რეგიონალური წარმომადგენლობა.
2. რეგიონალურ წარმომადგენლობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია, ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. რეგიონალური წარმომადგენლობების სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს კომისია, ამ დებულებით დადგენილი წესით.

თავი V
კომისიის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა


მუხლი 13. კომისიის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა
1. კომისიის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. დასაშვებია კომისიის დასაფინანსებლად გრანტებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრების გამოყენება.
3. კომისიის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე საფინანსო რესურსები, აისახება კომისიის დამოუკიდებელ ბალანსში.

თავი VI
კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია


მუხლი 14. კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Nov   December 2017   Jan

SMTWTFS
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
Julianna Walker Willis Technology