მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შინაგანაწესი
ორშაბათი, 05 მარტი 2012

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია /შემდგომში-კომისია/ უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, კარდაკარ გადამოწმების მეთოდით.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი,“ საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, კომისიის დებულებითა და ამ შინაგანაწესით.
3. შინაგანაწესი განსაზღვრავს კომისიის და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, სტრუქტურას და მისი მიზანია:
ა) კომისიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გამართული მუშაობისათვის ხელის შეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
დ) კომისიის შემადგენლობისა და თანამშრომელთა ხელშეწყობა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტურობისა და ოპერატიულობის ზრდის მიზნით;
ე) ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებულ პირთა შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება.
4. შინაგანაწესის დაცვა სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და მისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისათვის.
5. კომისიას ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.
6. კომისიის სამართლებრივი აქტებია:
ა) კომისიის გადაწყვეტილება;
ბ) კომისიის თავმჯდომარის ბრძანება
7. კომისია მუშაობს კვირაში ხუთ სამუშაო დღეს, 10 საათიდან - 18 საათამდე /შესვენება 13.30 საათიდან - 14 საათამდე/. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო, შაბათ-კვირა და უქმე დღეები.
8. კომისიას აქვს ბლანკი, ბეჭედი, საბანკო ანგარიში და საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.
9. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.

მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება კომისიის წევრებისაგან.
2. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის მდივანი.

მუხლი 3. კომისიის მუშაობის ორგანიზება
1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ;
2. კომისიის სხდომები, როგორც წესი, იმართება ორ კვირაში ერთხელ. კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და სხდომაზე განსახილველ საკითხებს ამზადებს კომისიის მდივანი.
5. კომისია დაგეგმილ სხდომამდე ერთი დღით ადრე უზრუნველყოფს სხდომის დღის წესრიგის პროექტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საჯარობას;
6. კომისიის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა.


მუხლი 4. კომისიის სხდომები
1. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე;
2. კომისისს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
3. კომისიის სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას კომისიის წევრები ადასტურებენ პირადი ხელმოწერით;
4. კომისიის წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს საკითხის დღის წესრიგში შეტანა, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად;
5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის მესამედის ხმებით;
6. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. კენჭისყრის ჩატარების ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, დადგენილი წესის შესაბამისად;
8. სხდომაზე კენჭისყრაზე საკითხები დგება შემოსული წინადადებების რიგითობის მიხედვით;
9. სხდომაზე აპარატის თანამშრომლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

მუხლი 5. კომისიის სტრუქტურული ერთეულები
1. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად კომისიაში იქმნება შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) კომისიის აპარატი;
ბ) კომისიის რეგიონალური წარმომადგენლობები.
2. კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, დებულებით დადგენილი წესით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია.
3. კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ანგარიშვალდებულნი არიან კომისიის წინაშე.
4. კომისიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6.კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და ამ შინაგანაწესით.
2. აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისიის აპარატში კომისიის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, იქმნება სტრუქტურული ქვედანაყოფები (განყოფილებები), რომლის ხელმძღვანელი პირები ანგარიშვალდებულნი არიან აპარატის უფროსის წინაშე.
4. კომისიის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) რეგიონალური მართვისა და ტრენინგების განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
დ) სამეურნეო განყოფილება;
ე) საინფორმაციო ბაზის უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ) საფინანსო განყოფილება.

5. ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საქმისწარმოებისა და კომისიის მუშაობის ერთიანი სისტემის ორგანიზებას;
ბ) კომისიის სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადებას;
გ) შემოსული და გასული კორესპონდენციების ოპერატიულად მიწოდებას ადრესატებისთვის;
დ) სხდომის ოქმების შექმნას, დაცულობასა და ხელმისაწვდომობას;
ე) საარქივო მასალების დამუშავებასა და შენახვას;
ვ) კომისიის სხდომების მასალების გამრავლებას;
ზ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;
თ) თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, პრემირების, მივლინების, შვებულებისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ი) კომისიის წევრების, აპარატის თანამშრომლების და რეგიონალურ წარმომადგენლობების კონსულტირებას სამართლებრივ საკითხებზე;
კ) კომისიაში შემოსულ, განყოფილების კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადებას;
ლ) ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და დასკვნების წარდგენას კომისიის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილებების მისაღებად.
მ) კომისიის წარმოდგენას საერთო სასამართლოებში დავების განხილვისას და სასამართლოში წარსადგენი მასალების მომზადებას;
ნ) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
ო) კომისიაზე განსახილველი საკითხების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.
პ) კანონით დადგენილი წესით ინფორმაციების გაცემას;
6. რეგიონალური მართვისა და ტრეინინგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) რეგიონალურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
ბ) ადამიანური რესურსების მართვასა და გადამზადებას;
გ) რეგიონალური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაციას;
დ) რეგიონალური წარმომადგენლობების შესახებ ინფორმაციის თავმოყრას;
ე) ამომრჩეველთა სიებისა და მათში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;
ვ) კომისიაში შემოსულ, განყოფილების კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადებას;
ზ) კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას რეგიონალური წარმომადგენლობებისათვის;
თ) მიზნობრივი ჯგუფების ტრეინინგების დაგეგმვას, მომზადებასა და ჩატარებას.

7. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კომისიის ურთიერთობების დარეგულირებას მასმედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) საზოგადოების ინფორმირებას კომისიისა და რეგიონალური წარმომადგენლობების მუშაობის საკითხებზე;
გ) საზოგადოებასთან მუშაობის ღონისძიებების შემუშავებას და განხორციელებას;
დ) ყოველდღიურად პრესის მიმოხილვას და ინფორმაციის მიწოდებას კომისიის თავმჯდომარისათვის;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადებებისა და საინფორმაციო ხასიათის მასალების გავრცელებას;
ვ) პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, შეხვედრებისა და ინტერვიუების დაგეგმვას და ორგანიზებას;
თ) კომისიის სხდომებზე მასმედიის მონაწილეობის ორგანიზებას.
ი)კომისიის მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფას.

8. სამეურნეო განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კომისიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას;
ბ) კომისიის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას;
გ) კომისიის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანაზე ზედამხედველობას, რაც გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის აქტი.

9. საინფორმაციო ბაზის უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს კომისიის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობას;
ბ) გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს კომპიუტერული ქსელის გაფართოებას;
გ) ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
დ) სხვა განყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
ე) ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
ვ) ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას;
ზ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას;

10. საფინანსო განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კომისიის ფინანსური საქმიანობის კოორდინაციას და მართვას;
ბ) კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
გ) მოსალოდნელი ხარჯების კვარტალურ გაწერას;
დ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენას;
ე) ბუღალტრული ოპერაციების დოკუმენტურ გაფორმებას;
ვ) ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების შეფასებას;
ზ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებასა და ანგარიშგებას;
თ) კომისიის ბალანსის შედგენას;
ი) წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას და სახელმწიფო შესყიდვების გახორციელებას.

მუხლი 11. კომისიის რეგიონალური წარმომადგენლობები

1. კომისიის ამოცანების განხორციელების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, იქმნება შემდეგი რეგიონალური წარმომადგენლობები:
ა) თბილისის რეგიონალური წარმომადგენლობა
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუპლიკის რეგიონალური წარმომადგენლობა
გ) გურიის რეგიონალური წარმომადგენლობა
დ) იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობა
ე) კახეთის რეგიონალური წარმომადგენლობა
ვ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური წარმომადგენლობა
ზ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონალური წარმომადგენლობა
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური წარმომადგენლობა
ი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური წარმომადგენლობა
კ) ქვემო ქართლის რეგიონალური წარმომადგენლობა
ლ) შიდა ქართლის რეგიონალური წარმომადგენლობა
2. წარმომადგენლობა კომისიის ამოცანებიდან გამომდინარე, კონკრეტული რეგიონის საზღვრებში ხელმძღვანელობს სიების დაზუსტებისათვის საჭირო პროექტებისა და პროგრამების გახორციელებას.
3. კომისიის რეგიონალურ წარმომადგენლობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია დადგენილი წესით.
4.რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი კოორდინაციას უწევს წარმომადგენლობის გამართულ მუშაობას. აწარმოებს რეგისტრატორების შერჩევას პროექტისთვის ”კარდაკარი”, რომლებსაც წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს. კანდიდატები გაივლიან ტრენინგს, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატურებს წარმომადგენლობის უფროსი წარუდგენს დასამტკიცებლად.
5. მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი (კოორდინატორი) - რეგისტრატორებისგან იღებს ინფორმაციას. ანგარიშს, შესრულებული სამუშაოს შესახებ, წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
6. უფროსი სპეციალისტი (ოპერატორი) - კოორდინატორებისგან იღებს მასალას რეგისტრატორების მიერ აღწერილი მოსახლეობის შესახებ და მონაცემები შეჰყავს და აბაზებს კომპიუტერულ ქსელში.
7. სპეციალისტი (ოფისმენეჯერი) - წარმომადგენლობის უფროსს ეხმარება წარმომადგენლობის ოფისის გამართულ მუშაობაში, აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს.
8. რეგიონალური წარმომადგენლობების საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით ამტკიცებს კომისია.
4. კომისიის რეგიონალური წარმომადგენლობები უზრუნველყოფს:
ა) საქმისწარმოების ორგანიზებასა და კოორდინაციას რეგიონალურ წარმომადგენლობაში;
გ) რეგიონალურ წარმომადგენლობაში შემოსული კორესპონდენციების განხილვას;
დ) სათანადო ინფორმაციის შეგროვებას, კომპიუტერულ დამუშავებას და გადაგზავნას კომისიაში;
ე) კომისიის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ვ) კომისიის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, სათანადო ჯგუფების დაკომპლექტებას და წარდგენას კომისიაში დასამტკიცებლად;
ზ) შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენას კომისიაში.
მუხლი 7. ხელფასის გაცემის, თანამშრომელთა წახალისებისა და მივლინების წესი
1. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, არა უგვიანეს 30 რიცხვისა და მისი დარიცხვა ხდება შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
2. თანამშრომლის წახალისებისა და სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. გადაწყვეტილებას თანამშრომლის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე.
4. თანამშრომლის მივლინებაში წარგზავნის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილ თანამდებობის პირს.
5. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული განყოფილება თანამშრომელს უფორმებს მივლინების ფურცელს.
მუხლი 8. შვებულების გამოყენების წესი
1. თანამშრომელი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შვებულებით.
2. თანამშრომელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
3. თანამშრომლის შვებულება კანონმდებლობით დადგენილი წესით ფორმდება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.


მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს ეკისრება საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. ადმინისტრაციული განყოფილება ვალდებულია გააცნოს თანამშრომელს შინაგანაწესი.
4. ადმინისტრაციული განყოფილება ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს დაინტერესებული მხარისათვის შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.





 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Nov   December 2017   Jan

SMTWTFS
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
Julianna Walker Willis Technology