მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

 

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებზე და ღონისძიებებზე.
ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ვთანხმდებით, რომ განხორციელდება შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები და ღონისძიებები:
1.    საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 190. აქედან  83 პარლამენტის წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 აირჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, ყველა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი. ამ პრინციპის გათვალისწინებით, თითო მანდატი დაემატება შემდეგ საარჩევნო ოლქებს: საბურთალო, ისანი, ნაძალადევი, გლდანი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი
2.    ამომრჩეველთა სიების დაზუსტების და მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეცილური კომისია, რომლის შემადგენლობაც დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლებისაგან პარიტეტულ საწყისებზე. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამასთან, კომისიის შემადგენლობაში წევრის წარდგენის უფლება აქვთ, მხოლოდ ამ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს. კომისიამ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. პარტიების, არასამთავრებო სექტორის და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე. ცესკომ უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა ამომრჩეველთა სიებში.  კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს აპარატი. კომისიის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3.    საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები:
3.1    კანონის საფუძველზე , 2012 წლის 1 ივლისიდან შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კომპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე. საბჭოს კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.
3.2     კანონის საფუძველზე, არჩევნების გამოცხადების დღიდან, განხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით, ცეკო უზრუნველყოფს  კომპეტენტური უცხოური და/ ან კომპანიის შერჩევას;
3.3    საარჩევნო სუბიექტის, შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 000 ლარის ოდენობის ფიზიკური  პირებისათვის და 20 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისათვის.
3.4    საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5%) მიიღებს სახელმწიო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის  300 000 ლარს მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის  შესახებ, საარჩევნო სუბიექტმა წინასწარი წერილობით უნდა აცნობოს ცესკოს.
3.5    გაიზრდება საარჩევნო სუბიექტების ფუნქციების საარჩევნო პროცესებში. კერძოდ :                                                                  
შეიცვლება კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება  წარმომადგენლის მიერ საარჩევნო უბნის დატოვების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, საჭიროების შემთხვევაში ექნება კომისიას, ხმათა უმრავლესობით.
გაიზრდება წარმომადგენლის ფუნქციები არჩევნების დღეს საჩივრების რეგისტრაციისა და ბიულეტენების დათვლის პროცესში. კერძოდ, წილისყრის საფუძველზე გამოვლინდება საარჩევნო სუბიექტის ის წარმომადგენლები , რომლებიც კომისიის შესაბამის წევრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ პროცესებში.
არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოსთვის გამოყოფილიასიგნებების ხარჯზე, თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში 50 ლარის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 100 ლარის ოდენობით.
3.6    დადგინდება ზედა ზღვარი  არაუმეტეს 3% გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე;
3.7    აიკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობაში, სადაც განთავსებულია თვითმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის სამუშაო ოფისები;
3.8    გადაიხედება დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, 4 დღემდე გაიზრდება საარჩევნო სუბიექტისათვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში;
3.9    არჩევნების დღეს, დამატებითი დაცვის გარანტიის სახით, არჩევნების დაწყებისა  (07 საათზე) და დასრულებისას ( 20 საათზე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს გაუკეთდება სპეციალური ნაჭდევები;
3.10    კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისათვის აღარ იქნება ხელმოწერების შეგროვებისა და ცესკოში წარდგენის საჭიროება;
აღნიშნული შეთანხმებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2011 წლის ოქტომბისა.

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Apr   May 2017   Jun

SMTWTFS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
Julianna Willis Technology