მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

პროექტ „კარდაკარის“ სახემძღვანელოს პრეზენტაცია
ორშაბათი, 19 მარტი 2012

19 მარტს სასტუმრო  „ქორთიარდ მერიოტში“  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, პროექტისთვის ”კარდაკარი” შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდა სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელები.

 

TOT-ს (ტრენერთა ტრენინგი) ჩატარდება 19 - 21 მარტს ”ქორთიარდ მერიოტში”   IFES-ის მხარდაჭერითა და USAID-ის ფინანსური ხელშეწყობით.

სწავლებას 39 ტრენერი გაივლის. ტრენერები თანამედროვე სწავლების მეთოდით მომზადდებიან და შემდეგ პროექტისთვის ”კარდაკარი”  11 100 რეგისტრატორის სწავლებას უზრუნველყოფენ.

 

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის  კომისიის  თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ ისაუბრა პროექტ „კარდაკარი“ მნიშვნელობაზე.

„თქვენ იცით რომ ჩვენ ვემზადებით უმნიშვნელოვანესი პროექტისათვის „კარდაკარი“, რომლის მიხედვითაც ძირითადად გადამოწმდება ამომრჩეველთა სია  და სწორედ კარდაკარი იქნება ის მეთოდი, რომელიც ვეღარ მისცემს საშუალებას  ხელისუფლებას და მმართველ პარტიას  ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ამომრჩეველთა სიის ბედი.“ განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე განცხადებით დღეს  დაიწყება ტრენერთა  ტრენირება,ხოლო მეორე ეტაპზე მოხდება ამ ტრენერების მიერ 11 100 რეგისტრატორის მომზადება, რომლებიც გავლენ უშუალოდ ველზე და სწორედ ისინი იქნებიან მთავარი  ამომრჩეველთა სიის დამზუსტებლები.

„ამიტომ ფაქტიურად   დღევანდელი აქცია არის კარდაკარის შემადგენელი ნაწილი, ხოლო თავად კარდაკარი არის ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უმთავრესი მეთოდი, რომელიც გახლავთ  ყველაზე არასასიამოვნო მეთოდი ხელისუფლებისთვის და ყველაზე სასიამოვნო მეთოდი ქართული სახელმწიფოსთვის და მისი საარჩევნო გარემოსათვის“. აღნიშნა კომისიის თავჯდომარემ.

პროექტი კარდაკარი დაიწყება 20 აპრილს  და დამთავრდება 10 ივნისს, რაც შეეხება ივნისის მეორე ნახევარს მოხდება თავად კარდაკარის კონტროლი და მისი შესრულების ხარისხის  ერთგვარი შემოწმება.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა  დაწვრილებით ისაუბრა სახელმძღვანელოს  შინაარსზე და  მეთოდოლოგიაზე. აღნიშნა, რომ   მიზანი რომლის მიღწევასაც სწავლების ცენტრი და სიების დაზუსტების კომისია ერთობლივი ძალისხმევით აპირებს არის დემოკრატიული საყოველთაო არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა. იმისათვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული საყოველთაო არჩევნები  და ყველა ამომრჩეველმა მიიღოს მასში მონაწილეობა და სრულყოფილად განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები, აუცილებელია  იმ პრინციპების  და ამოცანების შესრულება, რასაც ჰქვია უკლებლივ ყველა ამომრჩევლის აღრიცხვა და შეყვანა სიაში. მხოლოდ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა, რომ განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლების სრულფასოვანი რეალიზება.

კარდაკარი განხორციელდება 11 რეგიონში და მოიცავს 73 საარჩევნო ოლქს.

ნათია ზაალიშვილის განცხადებით   პროექტი განხორციელდბა კასკადური მეთოდით. ეს მეთოდი ამ შემთხვევაში  მოიცავს ორ დონეს: პირველ დონეზე მოხდება სწავლების ცენტრის  ფასილიტატორების მხრიდან ტრენერთა ტრენინგი და მომზადდება 39 ტრენერი.  ხოლო მეორე ეტაპზე თავად ტრენერები განახორციელებენ 11 100 რეგისტრატორის გადამზადებას.

 

სწავლების ცენტრის დირექტორმა  ასევე პროექტის განხორციელების გზებზე ისაუბრა.

სასწავლო პროცესის ეფექტურობისათვის მეთოდოლოგია   იქნება კომბინირებული არაერთგვაროვანი.  კომპლექსურად იქნება გამოყენებული ვერბალური და ინტერაქტიული მეთოდი, რაც გულისხმობს თავისთავად, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში  თითოეულ რეგისტრატორს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, გამოთქვას საკუთარი  აზრი და მსჯელობის პირობებში  კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბოს   საკუთარი, როგორც რეგისტრატორის  ფუნქციის სწორი  განხორციელების მიმართულება.

„იქნება როლური თამაშები, ეს  საკმაოდ ნოვაციური მეთოდია. ამ შემთხვევაში რეგისტრატორები წინასწარ  განსაზღვრული სცენარების მიხედვით  შეითავსებენ ერთის მხრივ რეგისტრატორის ფუნქციას , მეორეს მხრივ ამომრჩევლის ფუნქციას და სწორედ ამ სიტუაციური თამაშის პირობებში მოუწევთ ინტერვიუს აღება ამომრჩევლისგან. „ განმარტა ნათია ზაალიშვილმა.

ტრენერებისა და რეგისტრატორების  სახელმძღვანელო დაწერილია ძალიან მარტივ ენაზე, ქრონოლოგიურად  არის გაწერილი აბსოლიტურად ყველა პროცედურა, არის ვიზუალიზირებული ანუ  ყოველი თემის შემდგომ მოდის აბსოლიტურად ყველა იმ მაგალითის  ილუსტრირება, რომლის ჩვენებაც  გვინდა რეგისტრატორებისათვის.

სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ადგილი უკავია სტატუსების ცხრილს, რომელიც  უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგისტრატორებისთვის. ამ ინსტრუქციის მიხედვით უნდა  აღნიშნონა  რეგისტრატორებმა  საზღვარგარეთ  გასულები, გარდაცვლილი პირები, ისეთი ამომრჩევლები, რომელთა მისამართებიც დაუდგენელია.

ნათია ზაალიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი იმისა, რომ  ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, ხელშეკრულების გათვალისწინებით რა ხელშეკრულებაც გაფორმდა სიების დაზუსტების კომისიასა და რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის,  ძალიან დიდი შრომის შედეგად, რომელიც  გასწია კომისიამ და ცენტრმა იმისათვის, რომ  ეს სასწავლო პროცესი განხორციელებულიყო, მაღალ დონეზე  შედეგად მართლაც  მივიღებთ მაღალკვალიფიციურ რეგისტრატორებს, რომლებიც მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ამომრჩევლებს.

„ ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ რეგისტრატორები მოახდენენ კანონის პატივისცემის დემონსტრირებას.  ისინი იქნებიან მიუკერძოებელი კადრები, რომლებიც არ განახორციელებენ აგიტაციას და იქნებიან ცალსახად ფოკუსირებული  თავიანთ საქმიანობაზე.   რეგისტრატორს უნდა ახსოვდეს, რომ ის არის კომისიის სახე, ის არის  ანგარიშვალდებული საზოგადოების და ამომრჩევლის წინაშე."

 

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 May   June 2019   Jul

SMTWTFS
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
Julianna Walker Willis Technology