მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

საანგარიშო ბრიფინგი ლაშა მელაძემ გამართა
პარასკევი, 01 ივნისი 2012


1 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი საანგარიშო ბრიფინგი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა მელაძემ გამართა.
ლაშა მელაძემ ისაუბრა და შეაჯამა პროექტის „კარდაკარი“ გასული კვირა.

 

„როგორც მოგეხსენებათ კარდაკარი ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა რეგიონსა და ყველა საარჩევნო ოლქში. ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ გადამოწმებულია საქართველოს მოქალაქეთა 60%-ზე მეტი, საქართველოს უმეტეს რაიონში უკვე კარდაკარი დასასრულს უახლოვდება და შეიძლება ითქვას, რომ რეგიონულ დონეზე, რამოდენიმე რეგიონში მათ შორის გურია, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმში კარდაკარი უკვე დასრულების ეტაპზეა.
100 000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული კომისიაში სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, ეს ეხება, როგორც საზღვარგარეთ გასულ პიროვნებებს, ასევე კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ გაურკვეველ პიროვნებებს და გარდაცვალების ფაქტებს, რომელსაც კომისია სწავლობს და უმოკლეს ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას.
ეს ციფრები მიუთითებს საზოგადოების ჩართულობაზე, ნდობაზე მათ მონაწილეობაზე მიმდინარე პროცესში.
კარდაკარიდან მიღებული მონაცემების, ასევე 15 ივლისს სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული მონაცემების განახლების საფუძველზე ჩვენ საზოგადოებას , როგორც ელექტრონული ვებ-გვერდის მეშვეობით, ასევე SMS-ის 2012 მეშვეობით შეუძლიათ გადაამოწმონ დაზუსტებული მონაცემები.“-განაცხადა ლაშა მელაძემ.
ლაშა მელაძემ კომისიის სახელით მადლობა გადაუხადა თითოეულ მოქალაქეს ჩართულობისა და აქტიური თანამშომლობისთვის.

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Oct   November 2020   Dec

SMTWTFS
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
Julianna Walker Willis Technology