მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

საანგარიშო ბრიფინგი
პარასკევი, 08 ივნისი 2012



8 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში საანგარიშო ბრიფინგი მამუკა კაციტაძემ ჩაატარა.
კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომელიც შეიქმნა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ზუსტი ფორმულირების განსაზღვრის მიზნით.

 



მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება სპეციალური შეხვედრა კომისიასა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის. სწორედ ამ შეხვედრაზე წარადგენს მუშა ჯგუფი სპეცილაურად მომზადებულ წინადადებებს.

“ჩვენ ვითხოვთ, სიაში ოფიციალური სტატუსების, "გასულია საზღვარგარეთ" და "პიროვნება დაუდგენელია" ასახვას. ეს ადამიანები ცალკე სიაში უნდა გადავიდნენ. ასევე, ვითხოვთ არჩევნების დღეს მონიტორინგის უფლებას, რათა შევამოწმოთ კომისიის მიერ დამუშავებული და სამაგიდო სიების იდენტობა. ამას გარდა, მონიტორინგის უფლების მიღებასთან ერთად, ავტომატურად იკვეთება კომისიის უფლებამოსილების გაზრდის საჭიროება, რადგან შესაძლოა, კომისია იყოს საჩივრების ავტორი სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივაა, კომისიის უფლებამოსილების ვადა გაიზარდოს 2012 წლის ბოლომდე.

რაც შეეხება ახალ საკნონმდებლო ცვლილებას, იურიდიული კომიტეტი გვთავაზობს შემდეგს - რომ მოხდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების დარეგისტრირება მთაწმინდის #1 საარჩევნო უბანზე. კომისიის შემხვედრი ინიციატივა კი იქნება, რომ ამ ტიპის ამომრჩეველი დავარეგისტრიროთ მათი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, რადგან ალოგიკურია, ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა მთაწმინდის მაჟორიტარი აირჩიონ. “-აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა, ამ დროისათვის დაფიქსირებულ მონაცემებზე. კერძოდ ამ ეტაპისათვის გადამოწმებულია ამომრჩეველთა 90%, აქედან დამუშავებული და ბაზაში ასახული დაზუსტებული ინფორმაციის 50%-ია. დარჩენილია მოსახლეობის მხოლოდ 10%, ვისთანაც `"კარდაკარის" რეგისტრატორები ჯერ არ მისულან. კარდაკარის საველე სამუსაოები ზუსტად ერთ კვირაში დასრულდება.

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Aug   September 2019   Oct

SMTWTFS
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
Julianna Walker Willis Technology