მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა
ორშაბათი, 11 ივნისი 2012

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩააბარა.
შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს დეტალრი ინფორმაცია მიაწოდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნის, მისი მიზნებისა და უფლებამოსილებების შესახებ.

 

 


კომისიის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 2011 წლის 27 ივნისს, როდესაც ხანგრძლივი პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგად, გაფორმდა პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასა და რიგ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის. პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, 2011 წლის 13 ოქტომბერს, გაკეთდა პირველი ჩანაწერი ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“- ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შესახებ (მუხლი 12918). ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამართლებივი ბაზის დამატებითი სრულყოფის უზრუნველყოფა ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელდა 2011 წლის 28 დეკემბერს (მუხლი 184).საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“- საფუძველზე, 2011 წლის 15 ნოემბერს, პრეზიდენტის N726 ბრძანებულებით შეიქმნა „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია“.

განისაზღვრა კომისიის ძირითადი მიზნები და უფლებამოსილებები: კომისიის მიზანია ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის „კარდაკარის“ მეთოდით. კომისია შედგება 21 წევრისაგან, რომელშიც თანაბარი რაოდენობით შედის ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარე არჩეულ უნდა იქნას ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი წარმომადგენლებიდან. კომისიის დაფინანსება ძირითადად ხორციელდება სახელმწუფო ბიუჯეტიდან. კომისია ამომრჩეველთა სიის განახლებას პერიოდულად ახორციელებს, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კომისია ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებულ ძირითად ვერსიას აქვეყნებს 2012 წლის 1 აგვისტოსათვის. 2012 წლის 1 აგვისტოდან არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-14 დღისა ამომრჩეველთა ერთიან სიაში განხორციელებული ცალკეული შესწორებები ხორციელდება მხოლოდ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით.კომისიის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სია არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსია.სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან ითანამშროლონ კომისიასთან ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად.



ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 2011 წლის 17 ნოემბერს. განისაზღვრა კომისიის საქმიანობის ეტაპები: კერძოდ კომისიის სტრუქტურული ჩამოყალიბება და ორგანიზაციული გამართულობა (17 ნოემბერიდან 31 დეკემბრამდე). ამომრჩეველთა ერთიანი სიის „კარდაკარის“ მეთოდით დაზუსტებისათვის მოსამზადებელი ეტაპი: (1 იანვრიდან-10 აპრილამდე). „კარდაკარის“ საპილოტე პროექტის განხორციელება (10-20 აპრილი). „კარდაკარის“ საველე სამუშაოების ჩატარება (20 აპრილი-15 ივნისი). „კარდაკარის“ მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში შეყვანა (15 მაისი-15 ივლისი). „კარდაკარის“ საველე სამუშაოების  საკონტროლო ღონისძიებების გატარება  15 ივლისისათვის  დასრულდება. სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული განახლებული ინფორმაციის დამუშავებითა და „კარდაკარის“ მონაცემების შერწყმით ამომრჩეველთა ერთიანი სიის ძირითადი ვერსიის დადგენა ( 1 ივლისი-1 აგვისტო). ამომრჩეველთა ერთიან სიაში მიმდინარე ცვლილებების განხორციელება (1 აგვისტო-არჩევნებამდე მე-14 დღე).
„კარდაკარის“ მეთოდოლოგია შემუშავებულ იქნა IFES ექსპერტის თანამონაწილეობით. პროექტი „კარდაკარისთვის“ შერჩეულ იქნა და შესაბამისი სწავლება ჩაუტარდა 12 500 რეგისტრატორობის კანდიდატს. სწავლება განხორციელდა სპეციალურად მომზადებული 38 ტრენერის მეშვეობით. „კარდაკარის“ მონაცემების ერთიან ბაზაში შეყვანა ხორციელდება სპეციალურად მომზადებული ოპერატორების მიერ (სულ 48 ადამიანი). „კარდაკარის“ საველე სამუშაოებისათვის შეირჩა 11 100 რეგისტრატორი. რეგისტარატორთა დიფერენცირებული ანაზღაურება ხორციელდება სამუშაოს მოცულობის მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინების საფუძველზე:
I კატეგორია - არაუმეტეს 500 ამომრჩეველი - 2 რეგისტრატორი, ანაზღაურება 137.50.
II კატეგორია - არანაკლებ 501 და არაუმეტეს 1000 ამომრჩეველი - 2 რეგისტრატორი, ანაზღაურება 250 ლარი.
III კატეგორია - 1001 ამომრჩეველზე მეტი - 4 რეგისტრატორი, ანაზღაურება 187.50 ლარი.


პროექტი „კარდაკარი“ 15 ივნისს დასრულდება. ამ ეტაპზე კი 10 ივნისის მონაცემებით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარის საველე სამუშაოების 90% ჩატარებულია. ერთიან ბაზაში შეყვანილი და დამუშავებულია მონაცემების 50 % მეტი. ოპერატორებს დღის განმავლობაში 120-130 ათასი მონაცემი შეყავათ. კარდაკარის დასრულების შემდგომ დაიწყება მონიტორინგის ეტაპი. 2012 წლის 1 აგვისტოს კომისია მოახდენს ამომრჩეველთა ერთიანი სიის პრეზენტაციას.

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Nov   December 2017   Jan

SMTWTFS
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
Julianna Willis Technology