მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში
სამშაბათი, 12 ივნისი 2012

 

12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობას შორის.ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შევა.

 

 

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება.  დღეს,  როგორც შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი ამომრჩევლები ერთიან სიაში მათი  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვადასხვა ოლქებსა და უბნებში იქნებიან დაფიქსირებულები.

 

კომისიისთვის მიუღებელი იყო ხელისუფლების ინიციატივა, რომ ისინი მხოლოდ მთაწმინდის ოლქში დარეგისტრირებულიყვნენ.

"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტში, აღნიშნული შეთანხმება, დღესვე აისახება და მას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავს.

 

`ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიცირებული წინადადებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. განსხვავებული პოზიცია გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მთაწმინდის #1 ოლქში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ამ ტიპის ამომრჩევლის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს იმ მისამართზე, სადაც მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია, განსხვავებით იმ ვერსიისგან, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინა. ამ შემთხვევაში, კომიტეტი დაგვეთანხმა და მთაწმინდა არ იქნება ამ ხალხის რეგისტრაციის ადგილი. მეორეს მხრივ, გვქონდა საკუთარი წინადადებიც: კომისიამ დაადგინა სპეციალური სტატუსები `კარდაკარის~ შედეგად. ეს სტატუსები გვაქვს საზღვარგარეთ გასულ და ე.წ. მიწერილ მოქალაქეებთან დაკავშირებით. ეს აღნიშვნები, კანონის საფუძველზე, ერთიან სიაში უნდა ჩაიწეროს. იურიდიული კომიტეტისგან ამაზეც თანხმობა მივიღეთ, ასევე, დადებითუ პასუხი მივიღეთ იმაზეც, რომ სიების დაზუსტების კომისიის წარმომადგენლებს შეეძლებათ, მონიტორინგი განახორციელონ კომისიის მიერ დადგენილ სიასა და სამაგიდო სიის შესაბამისობას შორის, რაც მთავარია, უშუალოდ არჩევნების დღეს, რათა მოიხსნას ყველა ტიპის კითხვა ამასთან დაკავშირებით. ამავდროულად, კომისიის უფლებამოსილების ვადად, კანონის საფუძველზე, განისაზღვრება 2012 წლის 31 დეკემბერი. ხოლო შემდეგ, გაუქმდეს კომისია თუ გახდეს მუდმივმოქმედი, მომავალი პარლამენტი მომავალში იმსჯელებს. განაცხადა კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ.

 

 

ვიმსჯელეთ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, იმაზეც, რაც ჩვენ მიერ წინა კვირაში დაფიქსირებულ ინიციატივას უკავშირდება. ეს შეეხება კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებს, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რა პროცედურითა და კონკრეტული წესით მოხდება იმ პირთა შეყვანა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ვისაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ დაბადებით ქართველია, ბოლო 5 წლის მანძილზე ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა. შევთანხმდით წესებსა და პროცედურებზე, ასე რომ ეს თემა ამოწურულია. ასევე, მნიშვნელოვანია კომისიის უფლებამოსილებები არჩევნების დღესთან დაკავშირებით _ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას უნდა ჰქონდეს უფლება, გადაამოწმოს, რამდენად ზუსტი სიები ჩავიდა ადგილზე, საარჩევნო უბნებზე. მნიშვნელოვანია ის უფლებამოსილებაც, გამოსწორდეს ის უზუსტობები, რაც სიებთან დაკავშირებით გამოვლინდა `კარდაკარ~ გადამოწმების დროს. შესაბამისად, ეს არის ის პრიცნიპები, რომელთაც დაკავშირებითაც კომისიის მხრიდან გარკვეული ფორმულირებები იყო წარმოდგენილი. იმედია, იურიდიული კომიტეტი ამ შეხედულებებს გაიზიარებს. „- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Nov   December 2017   Jan

SMTWTFS
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
Julianna Walker Willis Technology