მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

მორიგი საანგარიშო ბრიფინგი
პარასკევი, 22 ივნისი 2012


22 ივნისს 13:00 საათზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მელაძემ მორიგი საანგარიშო ბრიფინგი გამართა.
2 თვე სრულდება მას შემდეგ, რაც კომისია ამომრჩეველთა მონაცემების დაზუსტების მიზნით ანხორციელებს  პროექტს „კარდაკარი“. დღეის მონაცემებით შეიძლება ითქვას , რომ საქართველოს მასშტაბით  73 საარჩევნო ოლქში პრაქტიკულად კარდაკარის საველე სამუშაოები დასრულებულია. კომისია ელოდება საბოლოო სექტორის მონაცემებს და იმ კვირაში  მოახდენს აღნიშნული მონაცემების  საბოლოო ასახვას მონაცემთა ბაზაში.
მომდევნო კვირიდან კომისია გადადის ახალ ეტაპზე, რაც ითვალისწინებს  რამოდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას. კერძოდ ეს არის პრობლემური მისამართები, რასთან დაკავშირებითაც კომისია დამატებით ახდენს რეგისტრირებული ამომრჩევლების შესწავლას, ეს ეხება მისამართებს , სადაც რეგისტრირებულია ათზე მეტი ამომრჩეველი, რაზეც კომისიას აქვს დამატებით მონაცემები  და რესურსი, იმისათვის რომ გადაამოწმოს აღნიშნულ მისამართზე  ამ ადამიანების ცხოვრების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი ანალიზი და გამოკვეთოს პრობლემები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის რეგისტრატორების საქმიანობის კონტროლი, რომელსაც კომისია განახორციელებს შერჩევითი მეთოდების გამოყენებით. ეს ითვალისწინებს რეგისტრატორის ნამუშევრის შემოწმებას დამატებით, რათა მოხდეს  საბოლოოდ მონაცემთა ბაზის სრულყოფა.
მესამე ეს არის განცხადებების სისტემატიზაცია. ეს ეხება კონკრეტულად 150000-მდე მოქალაქის განცხადებას, რომელიც კომისიაში არის შემოსული პროექტის „კარდაკარი“ შედეგად, ეს განცხადებები ეხება ძირითადად გარდაცვალების ფაქტებს, რაზეც კომისია სამოქალაქო რეესტრთან ერთად ახდენს რეაგირებას, ასევე განცხადებებში არის სხვა  მნიშვნელოვანი საკითხებიც: „არის საზღვარგარეთ“ და „კონკრეტულ მისამართებზე რეგისტრირებული დაუდგენელი პიროვნებები“. ამ განცხადებების სისტემატიზაციის და დამუშავების შემდეგ  მოხდება მასზე სათანადო გადაწყვეტილებების მიღება და ასახვა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ლაშა მელაძის განცხადებით ყველა ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ივლისის შუა რიცხვებში კომისია მოახდენს მონაცემთა ბაზის საბოლოო სრულყოფას და ამომრჩეველთა სიის ერთიან ფორმირებას, რაზეც კომისია გააკეთებს  საბოლოო ანგარიშს საზოგადოების წინაშე.
ამ კვირაში დასრულდა მეორე მოსმენა საქართველოს პარლამენტში, კანონში გათვალისწინებულ იმ ცვლილებებზე, რომელიც ეხება კონკრეტულად რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. 1. ჩანაწერი „არის საზღვარგარეთ“, რაზეც კომისიის მუშა ჯგუფმა კონკრეტული წინადადება წარადგინა სიაში ჩანაწერის გაკეთების თაობაზე იურიდიულ საკითხთა  კომიტეტში და უკვე მეორე მოსმენით მოხდა ამ საკითხის მიღება. მეორე მნიშვნელოვანი, ეს ეხება კონკრეტულად საარჩევნო პროცესში  კომისიის მიერ სიების მონიტორინგს. აგრეთვე კონკრეტულ მისამართზე დაუდგენელი  პიროვნებების რეგისტრაციის  საკითხს, რომელთა ფიქსირება და რეგისტრატორთან მოხვედრა სიიდან გამოყოფილად მოხდება საარჩევნო  უბანზე.

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Sep   October 2018   Nov

SMTWTFS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
Julianna Willis Technology