მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

მამუკა კაციტაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა
პარასკევი, 06 ივლისი 2012

6 ივლისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ საგაგნგებო ბრიფინგი გამართა. მინდა მოგახსენოთ, რომ პროექტი „კარდაკარის“ საველე სამუშაოები დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს ცალკეული საკონტროლო ღონისძიებები.


„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის არსებობისა და მისი ფუნქციონირების მანძილზე პირველად ოფიციალურად მინდა გავაჟღერო ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით რამოდენიმე წინასწარი მონაცემი. ინფორმაცია ამ წუთებშიც დამუშავების პროცესშია, უნდა აღნიშნოს, რომ დასახელებული მონაცემები არ იქნება შორს იმ საბოლოო მონაცემებისგან, რომელსაც კომისია ოფიციალურად განასაჯაროებს კანონით დადგენილ ვადებში- 1 აგვისტოს.“
მამუკა კაციტაძის განცხადებით პროექტ კარდაკარის დროს კომისიამ დაისახა მიზნად , რომ გადაემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების 3 464 683 ამომრჩეველი.
პროექტი „კარდაკარის“ ფარგლებში კომისიის რეგისტრატორების მიერ გადამოწმდა საქართველოს მოქალაქეების შემდეგი რაოდენობა და ეს ციფრი შეადგენს 3 437 314. რაც საერთო რაოდენობის 99,2 %. დღევანდელი მონაცემებით დაალოებით 27000 საქართველოს მოქალაქე ვერ გადამოწმდა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო. კონკრეტულად კი დამისამართების პრობლემის გამო დედაქალაქში მედეა ჩახავას ქუჩაზე ვერ განხორციელდა კომისიის რეგისტრატორების შესვლა იმ მიზეზით, რომ დამისამართება მოხდა პროექტის „კარდაკარი“ დაწყების შემდეგ. სიები კი გაცემული იყო ძველ მისამართზე. აქედან გამომდინარე აღნიშნული მისამართი კომისიისა და მისი რეგისტრატორებისათვის დამატებითი ზრუნვის საგანი გახდება.
ასევე, დღევანდელი მონაცემებით ვერ გადამოწმდა საგარეჯოს რაიონის იორ-მუღანლოს არეალის 12 უბანი (14000 ამომრჩეველი), რისი მიზეზიც ასევე დაუმისამართებლობა გახდა და რაც შესაბამისი ძალისხმევის და გარკვეული სამუშაოების გატარების შემდგომ 1 აგვისტოს საბოლოო ამომრჩეველთა სიებში იქნება წარმოდგენილი.
არის კიდევ 4 უბანი, რომელთანაც ვერ მოხერხდა ჩვენი რეგისტრატორების შესვლა, ეს არის გორის რაიონის სოფელი ზარდიაანთკარი და საჩხერის რაიონის სამი სოფელი, სინაგური, ქარძმანი და ჯალაბეთი, სადაც დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბლოკპოსტები და ელემენტარულად აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა კომისიის რეგისტრატორთა მიერ. ამ 4 უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის სულ 249 რეგისტრირებული ამომრცეველი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ციფრები უყურადღებოდ უნდა დარჩეს აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
პირად მონაცემებში , რაშიც იგულისხმება სახელი, გვარი, დაბადების წელი, რეგისტრაციის მისამართი და პირადი ნომერი ჩასწორებულია 40.000 ამომრჩევლის მონაცემი.
სტატუსების მიხედვით გარდაცვლილთა რიცხვი 16 000, არის საზღვარგარეთ 300 000 მდე მოქალაქე,დაუდგენელი პიროვნება ე/წ მიწერები დაახლოებით 135 000, კონტაქტი ვერ დამყარდა დაახლოებით 3-4 %, უარი თქვა გამოკითხვაზე დაახლოებით 2%, შიდა მიგრაციის მაჩვენებელია 18-20%.
15 ივლისიდან დავიწყებთ სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული მონაცემების შედარებას განახლებულ ინფორმაციასთან. როგორც მოგეხსენებათ კანონის მიხედვით მონაცემები უნდა მოგვაწოდონ შსს და თავდაცვის სამინისიტროებმა ყაზარმულ რეჟიმზე მყოფ პირთა შესახებ, სამოქალაქო რეესტმა, დევნილთა და განსახლების სამინსიტრომ, სასჯელთაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, საკონსულო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა, სასამართლომ ქმედითუუნაროების შესახებ.
მამუკა კაციტაძემ გამოთქვა მზადყოფნა ე/წ პარალელური „კარდაკარებიდან“ მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და დადასატურების შემთხევაში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვასთან დაკავშირებით.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლებულ ვერსია 1 აგვისტოს დაიდება, ხოლო მიდმინარე დაზუსტებების გათვალისწინებით ახალი საკანონმდებლო უფლებამოსილების ვადებში 15 სექტემბერს.

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 May   June 2018   Jul

SMTWTFS
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Julianna Willis Technology