მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

კომისიამ კარდაკარის მონაცემების პრეზენტაცია გამართა
სამშაბათი, 31 ივლისი 2012


31 ივლისს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის პროექტ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ საზოგადოებას დეტალურად მოუთხრო კომისიის საქმიანობის ეტაპების შესახებ, გააცნო შექმნის მომენტიდან დღემდე გახარჯული ბიუჯეტის ოდენობა, დეტალურად ისაუბრა კარდაკარის მონაცემების შესახებ, რომლებიც კომისიის სხდომამ 30 ივლისს დაამტკიცა.
„ დღეს კომისიის მიერ წარმოდგენილი კარდაკარის მონაცემები სრულად აისახება ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დროს და მათ დაემატება ასევე სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია. სწორედ ამ ორი წყაროს მეშვეობით შეიქმნება ამომრჩეველთა ერთიანი სია.“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.


დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა 11100 რეგისტრატორს, რომელთა უშუალო დამსახურებით მოხდა სიის ფორმირება, კომისიის ცენტრალურ აპარატს, კომისიის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კომისიის საქმიანობის განხორციელების პროცესში ძალღონეს არ იშურებდა ეფექტური შედეგის მისაღებად.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი, ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, USAID დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი სუზან ქოული, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.


„ეს სამუშაო ერთხელ და სამუდამოდ წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას იმის თაობაზე, თუ რამდენად ზუსტია ამომრჩეველთა სიები საქართველოში და წარმოადგენს დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკეთ ორგანიზების და დემოკრატიულად ჩატარებისთვის. კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია და მოვუწოდებ მათ გააგრძელონ მუშაობა და იმუშაონ ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტიის და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან, რათა ნებისმიერი ახალი შესწორება ან შემდგომი შესწორებაც იყოს ასახული საარჩევნო სიაში.“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.


გამომსვლელებმა დადებითი შეფასება გამოხატეს კომისიის საქმიანობის მის

ამართით და კარდაკარის მონაცემებს „შთამბეჭდავი მონაცემები“უწოდეს.

„ ყველას ხელისუფლებას, ოპოზიციას ვულოცავ , რომ ეს პროექტი შედგა. მესმის, რომ განსახორციელებლად ,როგორც ტექნიკურად,ასევე ფიზიკურად რთული პროცესი იყო. რეგისტრაციის მისამართების შეცვლა, დამისამართების პრობლემები საქართველოში და ა.შ. და აი დადგა ის დღე, როდესაც ძალიან საპასუხისმგებლო მონაცემები გავაჟღერეთ. საქართველოში ისტორიული მნიშნელობისაა სიებთან დაკავშირებული საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა კომისიასთან სწორად და ეფექტურად წარიმართა“ აღნიშნა სუზან ქოულიმ.
ნინო ლომჯარია- „პროცესში ვართ ახლაც, დღეს თავს შევიკავებდი შეფასებებისგან, მონიტორინგი გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლობა შედგა. ჩვენი ძირითადი რჩევები გათვალისწინებულია“






 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 May   June 2018   Jul

SMTWTFS
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Julianna Willis Technology