მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

მამუკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2012



1 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მამუკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა. საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად , სწორედ 1 აგვისტოსათვის უნდა მომზადებულიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სია სიების დაზუსტების კომისიის მიერ. წარმოდგენილი ციფრები და ამომრჩეველთა რაოდენობა არის 1 აგვისტოს მონაცემებით და არ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.


1-ელი აგვისტოს მდგომარეობით : ძირითად სიაში არის 3 385 844 ამომრჩეველი;  მისამართის გარეშე 52 648 ამომრჩეველი; რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 188 995 ამომრჩეველი; გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი; აღნიშნული სიის მიხედვით საზღვარგარეთ იმყოფება 310 113 ამომრჩეველი;
ამ მონაცემებში ითვლება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ და ასეთი არის 55 277 ამომრჩეველი. იძულებით გადაადგილებული კი 207 055 ამომრჩეველია.
დღესვე კომისიამ წარმოადგინა ხმის უფლების მქონე პატიმრების რაოდენობა, რომელთა რიცხვი 1 295 ამომრჩეველია, ხოლო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 183 465 ამომრჩეველს.
როგორც კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ორი დღის განმავლობაში ერთიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება. მისი თქმით, ეს არ არის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვარიანტი, სიის ფორმირება კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, ხოლო საბოლოო ვერსიას კომისია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 15 სექტემბერს დადებს.
კაციტაძის განმარტებით, ამ დროისთვის ვერ დაზუსტდა ევროკავშირის იმ მოქალაქეთა მონაცემები, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში და ბოლო ხუთი წელია ცხოვრობენ საქართველოში. მისი თქმით, შესაძლოა ასეთი მოქალაქეების დაზუსტება ამ ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დახმარებით განხორციელდეს.
ბრიფინგის დასასრულს მამუკა კაციტაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ზურაბ ხარატიშვილს დისკით სია გადასცა.
სიაში ასახულია ამომრჩეველთა მონაცემები მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება სიაში რაიმე ბუნებრივი ცვლილების შეტანა, ისინი მიმართავენ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას და შემდეგ მასში ცვლილებებს შეიტანენ.
ზურაბ ხარატიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში, მაგიდებზე მხოლოდ სიების დაზუსტების კომისიის მიერ შეტანილი ამომრჩეველთა ერთიანი სია იქნება.



 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Sep   October 2018   Nov

SMTWTFS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
Julianna Willis Technology