მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის განცახდება
ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2012



2012 წლის 3 და 5 აგვისტოს სოციალურმა ქსელმა და გაზეთმა „რეზონანსმა“ გაავრცელა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და ისრაელში ყოფილი ელჩის ლაშა ჟვანიას საკმაოდ აჟიტირებული განცხადება. იგი აღნიშნავდა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ სიაში მისი და მისი მეუღლის თეა კიკნაველიძის გვარების გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ არის მინაწერი „არის საზღვარგარეთ“ და ასევე, მისი რეგისტრაციის მისამართზე რეგისტრირებულია სამი მისთვის უცნობი პიროვნება, და რომ იგი დიდ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ“ ვერ გაამართლა მისი იმედები.
კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი. გაირკვა, რომ ბატონი ლაშა 2005 წლის 01 მაისიდან, ხოლო მისი მეუღლე თეა კიკნაველიძე 2005 წლის 20 სექტემბრიდან იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე ისრაელში. მათი, როგორც აქტიურ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია, „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ“ მიიღო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან .
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არც ერთ მათგანს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ მიუმართავს არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არც საქართველოს საელჩოსთვის ისრაელში, რათა მოხსნილიყვნენ საკონსულო აღრიცხვიდან. ვერც საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურ რეჟიმში მოხსნის წესმა იმუშავა, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ექვსი თვის განმავლობაში გაუსვლელად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში და არ გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ექვსთვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.
რაც შეეხება ბატონი ლაშა ჟვანიას მისამართზე რეგისტრირებულ დაუდგენელ პიროვნებებს, აქაც, არც მას და არც მისი ოჯახის სხვა წევრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ მოუმართავთ „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისათვის“ აღნიშნული პირების რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნის თაობაზე.
სამწუხაროა, რომ ბატონი ლაშა ჟვანიასთვის, როგორც ყოფილი ელჩისთვის ჩვენს კომისიას უწევს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის პროცედურის განმარტება. ასევე გაურკვეველია, რატომ არჩია ბატონმა ლაშამ მიემართა სოციალური ქსელისთვის და პრესისთვის და არა ჩვენი კომისიის ან სხვა სათანადო სახელმწიფო ორგანოებისათვის.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის 1 სექტემბრამდე „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია“ აგრძელებს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას მეთოდით „ამომრჩევლიდან სიამდე“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართოს განცხადებით, რათა დროულად მოხდეს უზუსტობის აღმოფხვრა.

„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის“
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Oct   November 2017   Dec

SMTWTFS
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
Julianna Willis Technology