მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

მამუკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა
სამშაბათი, 21 აგვისტო 2012

 

 

21 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ  ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგის მთავარი თემა იყო  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში 1 აგვისტოდან მიმდინარე სიების დაზუსტების პროცესი მეთოდით ამომრჩევლიდან სიამდე. საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია კომისიაში შემოსული განცხადებებისა და მათი ერთიან ბაზაში ასახვის შესახებ.

 

მამუკა კაციტაძემ     აღნიშნა,  რომ ამომრჩეველთა სიების  დაზუსტების უზრუნველყოფის  კომისიამ   31 ივლისს  განახორციელა პროექტ კარდაკარის შედეგების პრეზენტაცია , ხოლო 1 აგვისტოს კარდაკარის შედეგები და სახელმწიფო უწყებებიდან  მიღებული  შერწყმული  ინფორმცია დაყოფილი 4 ნაწილად გადასცა  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.    კომისიის თავმჯდოამრემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ  რას გულისხომას  ოთხ ნაწილად სიის დაყოფა.   პირველი   ამომრჩეველთა ძირითადი სიაა, მეორე უმისამართო ამომრჩეველთა სია, მესამე რეგსიტრაცია მოხსნილ ამომრჩეველთა სია და მეოთხე  პრობლემური მისამართების სია, რაც ამომჩეველთა ერთიან სიაში  არ უნდა მოხვედრილიყო და ვერც მოხვდა.

„მინდა გითხრათ, რომ 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია  ახორციელებს  სიების დაზუსტების მეორე ეტაპს  მეთოდით ამომრჩევლიდან სიამდე.   გასული სამი კვრიის  განმავლობაში მივიღეთ საკმაოდ უხვი ინფორმაცია ამომჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებასთან მიმართებაში.  ერთის მხრივ ეს არის საზოგადეობის მხრიდან შევსებული  განცხადებები, რის საფუძვეზეც შესწორებები შედის ერთიან სიაში.  გასულ კვირას ერთერთმა პოლიტიკურმა კოლიციამ  ქართულმა ოცნებამ გადმოსცა კომისიას  პარალელურად ჩატარებული კარდაკარის შედეგად შევსებული მოქალქაეეების მიერ შევსებული განცახდებები.  დღეს დილიდან დავიწყეთ დაახლეობით 57 000  განცახდების დამუშავება და ერთიან ბაზაში შეყვანის პროცესი.“-განმარტა მამ,უკა კაციტაძემ.

კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ 1 სექტემბრისათვის  ყველა განცახდების  შინაარსი სათანადო საფუძვლის არსებობის  შემთხვევაში     აისახება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში.

კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა სამოქალაქო რეესტრიდან შემოსული  ინფრომაციის თაობაზე, რაც შეეხება  ერთიან სიაში განსახორციელებელ შესაძლო ცვილებებს.  საუბარია გარდაცვლილებზე,  მოქალაქეობის შეწყვეტასთან და რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებულ  საკითხებზე.   „ჩვენ ეს ინფორმაცია  გადავეცით  ცესკოს. ამ წუთებში ცესკოში მიმდინარეობს   სიის უბნებად  დაყოფა და ჩვენი სურვილი იყო, რომ განახლებული ინფორმაცია ასახულიყო უბნებად დაყოფის პროცეში.

განახლებული იფნფორმაციის საფუძველზე   სია 4000 ადამიანით შემცირდა. გარდაცვლილების, რეგსიტრაციიდან მოხსნილებისა  და მოქალაქეობაზე უარის თქმის  ფაქტების საფუძველზე“-აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ  აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია სექტემბრის   შუა რიცხვებისათვის საბოლოო სახეს მიიღებს  და გადაეცემა ცესკოს.

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Mar   April 2018   May

SMTWTFS
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
Julianna Willis Technology