მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია, 3 სექტემბრის მონაცემები
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2012


ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში 1 აგვისტოდან დაიწყო სიების დაზუსტების პროცესი მეთოდით „ამომრჩევლიდან სიამდე“. 20 აგვისტოსათვის სულ , როგორც პარალელური კარდაკარიდან, ასევე მოქალაქეების უშუალო მომართვებით შემოვიდა 68 567 განცახდება.

განცხადებები ძირითადად ეხებოდა ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ( არის საზღვარგარეთ, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია) სტატუსების მოხსნა/მინიჭების, მოქალაქის გარდაცვალების, მოქალაქეთა მონაცემებში ცვლილებებისა და სიაში ამომრჩევლების გამოტოვების ფაქტებს.

3 სექტემბრისათვის დამუშავებული მონაცემები ასეთია:

სიაში შეტანის მოთხოვნით სულ მოგვმართა- 2101 ამომრჩეველმა

კომისიის მიერ სიაში უკვე ფიქსირებული იყო 2052

16 განცახდება არ დაკმაყოფილდა მოქალაქეების ამომრეველთა ერთიან სიაში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არ არსებობის გამო.

33 განცხადება არ იქნა განხილული მასში მითითებული არასრული დოკუმენტების წარმოდგენის გამო.

ამომრჩევლის გარდაცვალების ფაქტზე სულ დაფიქსირდა 10179 განცხადება

კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირებული იყო 7 203 განცხადება

2976 განცხადება არ დაკმაყოფილდა ამომრჩეველზე გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობის გამო. კომისია სახელმწიფო უწყებებთან ერთად დამატებით სწავლობს აღნიშნულ საკითხს.

ამომრჩევლის პირად მონაცემებში ( სახელი,გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნოემრი) განხორციელდა 281 ცვლილება

განცახდებების განხილვის შედეგად, კომისიის გადაწყვეტილებით სტატუსებში განხორცილედა შემდეგი ცვლილებები.

კანონით გათვალისწინებული სტატუსი „არის საზღვარგარეთ „ ცვლილებასთან დაკავშირებით სულ შემოვიდა 42 615 განცხადება

ამომრჩეველთა ერთიან სიაში სტატუსი „არის საზღვარგარეთ“ უკვე ფიქსირდებოდა- 30428 ამომრჩეველზე

სტატუსი მიენიჭა 11 801 ამომრჩეველს

348 განცხადება არ დაკმაყოფილდა მოქალაქეების ამომრჩეველთა ერთიან სიაში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არ არსებობის გამო.

კანონით გათვალისწინებული ჩანაწერი „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია „ცვლილებასთან დაკავშირებით სულ შემოვიდა 565 განცხადება

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ჩანაწერი ქონდა - 35 ამომრჩეველს

ჩანაწერი მიენიჭა-391 ამომრჩეველს

ჩანაწერი მოეხსნა - 136 ამომრჩეველს

3 განცხადება არ დაკმაყოფილდა მოქალაქეების ამომრჩეველთა ერთიან სიაში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არ არსებობის გამო.

12 826 განცხადება არ იქნა განხილული მასში მითითებული არასრული მონაცემების და საჭირო დოკუმენტაციის არ წარმოდგენის გამო.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში ამ ეტაპზე კვლავაც მიმდინარეობს 31 აგვისტოსა და 1 სექტმბერს შემოსული პარალელურად ჩატარებული კარდაკარისა და უშუალოდ მოქალაქეების მიერ დაწერილი განცახდებების დამუშავება და ანალიზი.

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Mar   April 2018   May

SMTWTFS
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
Julianna Walker Willis Technology