მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

ქვემო ქართლის რეგიონალური წარმომადგენლობა
პარასკევი, 02 მარტი 2012

2 მარტს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე კომისიის ქვემო ქართლის რეიონალურ წარმომადგენლობას ეწვია და ადგილზე გაეცნო პროექტისათვის ”კარდაკარი” რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესს.


”ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ თერთმეტივე რეგიონში გახსნა რეგიონული წარმომადგენლობა, მათ შორის ბუნებრივია გავხსენით რუსთავში. ქვემო ქართლი ყველაზე პრობლემატური რეგიონია საარჩევნო თვალსაზრისით,რომელიც ყოველთვის ითვლებოდა ხელისუფლების ხმების ბეღელად . სიების დაზუსტების კომისიის მიერ ამ კუთხით ეს ბეღელი დაიხურება, ყოველშემთხვევაში მე მაქვს ამის ამბიცია და კომისიაშიც არსებობს ამის განწყობა,. 
25 თებერვლიდან 7 მარტამდე ყველა რეგიონულ წარმომადგენლობაში ხდება რეგისტრატორთა რეგისტრაცია. ეს პორცესი აბსოლიტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მოახდენენ საველე სამუშაოებზე სიების დაზუსტებასა და გადამოწმებას. ამიტომ ერთის მხრივ ეს არის დათვალიერება, მეორეს მხრივ ეს არის ინფორმაციის მიღება, მესამეს მხრივ ეს არის გახსნილობა, ტრანსფარანტულობა. 
ვერც ერთი პიროვნება, ვერც ერთი ოფისი და კომისია ვერ გააკეთებს ამ საქმეს თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობის გარეშე.
მოსახლეობის მხრიდან დინამიკა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 1300 რეგისტრატორია საჭირო ქვემო ქართლის რეგიონში და უკვე 700-ზე მეტია აქ რეგისტრირებული.
რეგისტრათორთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები არის გამოცდილება მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობისა, მეორე ეს გახლავთ საცხოვრებელი ადგილისა და სამოქმედო არეალის თანხვედრა, ანუ სადაც ცხოვრობს ადამიანი უმჯობესია იქ იყოს, როგორც რეგისტრატორი და იქ ჩაატაროს კარდაკარი მისი ცნობადობის და ინფორმირებულობის გათვალისწინებით.” -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
რეგისტრატორების რეგიტრაციის პროცესი 7 მარტს დასრულდება. განაცხადებს შეარჩევს რეგიონალური წარმომადგენლობები, რომელთა წარდგინების შედეგად დაკომპლექტდება 11100 ადამიანისგან შემდგარი რეგიტრატორთა კორპუსი, რომელებმაც მთელი საქართველო კარდაკარ უნდა შემოიარონ.

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Sep   October 2020   Nov

SMTWTFS
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Julianna Walker Willis Technology