მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

პროექტი ”კარდაკარი”
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2012

23 თებერვალს კომისიის სხდომაზე განისაზღვრა და დამტკიცდა პროექტის ”კარდაკარი” ჩატარების ვადები, უბნების კატეგორიებად დაყოფისა და მათში რეგისტრატორთა რაოდენობები, რეგისტრატორთა შერჩევის წესები და ვადები, დადგინდა ჩატარების მეთოდოლოგია, რეგისტრატორთა და კონტორილის ჯგუფების შრომის ანაზღაურება. დამტკიცდა კომისიის ბიუჯეტი.



პროექტი ”კარდაკარი” ჩატარდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2010 წლის არჩევნებისათვის დადგენილ საარჩევნო ოლქების/უბნების საზღვრებში.

პროექტი კარდაკარის ვადები განისაზღვრა - 2012 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის
1 ივლისის ჩათვლით, რაც მოიცავს, როგორც მოსამზადებელ და რეგიტრატირთა შერჩევის ეტაპებს, ასევე რეგისტრატორების დატრენინგების და მათი უშუალოდ ველზე გასვლის და კონტროლის ეტაპებს.
პროექტის ”კარდაკარი” რეგისტრატორების ველზე გასვლის პერიოდი განისაზღვრა 20 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით, პროექტის დაწყებამდე განხორციელდება ”კარდაკარის” საპილოტე პროექტი.

მოხდა უბნების კატეგორიებად დაყოფა და მათში რეგისტრატორთა რაოდენობების განსაზღვრა - გამოიკვეთა 3 კატეგორიის უბანი ა) საარჩევნო უბნები, რომელშიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 500 ამომრჩევლისა (თითო უბანზე 1 ჯგუფი 2 რეგისტრატორის შემადგენლობით); ბ) საარჩევნო უბნები, რემელშიც რეგისტრირებულია არანაკლებ 501 და არაუმეტეს 1000 ამომრჩევლისა (თითო უბანზე 1 ჯგუფი 2 რეგისტრატორის შემადგენლობით); გ) საარჩევნო უბნები, რემელშიც რეგისტრირებულია არანაკლებ 1001 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისა (თითო უბანზე 2 ჯგუფი 2 რეგისტრატორის შემადგენლობით); სულ 11100 რეგისტრატორი.
განისაზღვრა რეგისტრატორთა შერჩევის წესი და ვადები - რეგისტრატორად შეიძლება შეირჩეს საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი”-ით განსაზღვრული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. რეგისტრატორობის კანდიდატს, შესაბამისი რეგიონალური ორგანიზაციის უფროსის წარდგინებით რეგისტრატორად ბრძანებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე. რეგისტრატორთა შერჩევის ვადა განესაზღვრა 2012 წლის 25 თებერვლიდან 2012 წლის 7 მარტის ჩათვლით.
დადგინდა პროექტი კარდაკარის” ჩატარების მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც განისაზღვრა რეგიტრატორთა სავადლებულო დატრენინგება.
განისაზღვრა რეგისტრატორთა ტრენინგის სავალდებულოობა და ჩატარების ვადები შერჩეული რეგისტრატორებისათვის ტრენინგები ჩატარდება 2012 წლის 20 მარტიდან 2012 წლის 6 აპრილის ჩათვლით. ტრენინგის გავლა სავალდებულოა პროექტის ”კარდაკარი” ყველა რეგისტრატორისათვის.
განისაზღვრა რეგისტრატორთა შრომის ანაზღაურება-რეგისტრატორთა შრომის ანაზღაურება, უბნის კატეგორიის გათვალისწინებით განისაზღვრა ერთჯერადად, დარიცხული 137,50, 187,50 და 250 ლარის ოდენობით.

 

კომისიის სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს და დამტკიცდა კომისიის ბიუჯეტის (თებერვალი-ოქტომბერი) მოცულობა და პარამეტრები.
კერძოდ კომისიამ დაადგინა მომავალი სამი კვარტლის ბიუჯეტი,  რომელიც  განისაზღვრა შემდეგნაირად პირველი კვარტალი: 1,130,000.00 ლარით, მეორე კვარტალი - 2,988,758.00 ლარი და მესამე კვარტალი - 581,239.00 ლარი. სულ: 4,699,997.00 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიას ფუნქციონირების დღიდან უკვე გახარჯული აქვს 300 000 ლარი, კომისიის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 4,999,997.00.

 

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Aug   September 2019   Oct

SMTWTFS
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
Julianna Walker Willis Technology