მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

საანგარიშო ბრიფინგი
პარასკევი, 03 თებერვალი 2012

საანგარიშო ბრიფინგი


2012 წლის 3 თებერვალს  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ოფისში გაიმართა  ბრიფინგი  კომისიის შექმნიდან  დღემდე გაწეული საქმიანობის შესახებ.


აღნიშნულ ბრიფინგზე  კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდება ინფორმაცია, როგორც კომისიის ორგანიზაციული  და ფინანსური საქმიანობის, ასევე პირველი ეტაპის დასრულებისა და კომისიის სამოქმედო გეგმის შესახებ.

”ორთვენახევარი გავიდა, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის  კომისია. 

უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ კომისიამ უზრუნველყო, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა  სრულფასოვანი სამართლებრივი ბაზის შექმნა.  კერძოდ, კომისია  გახდა  ერთადერთი  ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც უნდა დააზუსტოს და დაადგინოს ამომრჩეველთა ერთიანი სია კონკრეტულ ვადებში.

მეორეს მხრივ ჩვენ  მივიღეთ  კომისიის ძირითადი დოკუმენტი . ამასთანავე  კომისიამ მიიღო შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც ფუნქციონირებს, როგორც კომისიის სათაო ოფისი, ასევე მისი წარმომადგენლობები რეგიონებში.

ჩვენ შევძელით   მოგვეპოვებინა  ფინანსური დამოუკიდებლობა . განისაზღვრა  ბიუჯეტის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც  კომისიამ უნდა განახორციელოს თავის საქმინობა.

კომისიამ გარკვეული მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება სიმბოლიკის შესახებ , რაც სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს.კომისია შექმნილია სამი კონკრეტული მდგენელისაგან, ეს არის ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი. მეორეს მხრივ  აღსანიშნავია, რომ  ჩვენი საქმიანობა  საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. შევეცადეთ ყველა ეს  სიმბოლიკა  ჩვენს ლოგოში გაგვერთიანებინა.
სულ მალე გვექნება დამოუკიდებელი საიტი, როგორც ინფორმაციის გადასაცემად, ასევე ინფორმავიის მისაღებად.  იმუშავებს ცხელი ხაზი.

კანონის თანახმად თებერვლის თვიდან სახელმწიფო უწყებებიდან  კომისიამ უკვე მიიღო ყველა ის მიმდინარე ინფორმაცია, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებდა  ამ აქამდე.

კომისიის მისამართით   განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საელჩოებმა. საქართველოს პარლამენტში გაიმართა  შეხვედრა საელჩოების წარმომადგენლებთან. იყო ინდივიდუალური შეხვედრებიც ცალკეულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  მინდა გამოვყო ის პარტნიორული დამოკიდებულება, რომელიც გამოხატა ”USIAD”და  ”IFES”  , რომელთა მეშვეობითაც ჩვენ  თებერვლის თვეში უკვე  დავიწყებთ ერთობლივ პროექტების განხორციელებას .

კომისიის დაარსებიდან დღემდე   სახელმწიფო ბიუჯეტიდან  გამოყოფილი იქნა 300 000 ლარი.  დაწყებული დეკემბრის თვიდან დამთავრებული დღევანდელ დღემდე  თანხის ნაწილი მოხმარდა ,  ერთის მხრივ კომისიის  თანამშრომელთა შრომით  ანაზღაურებას, მეორეს მხრივ  მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნას.  კომისია ყოველთვის  მზად არის  თუ ვინმეს უფრო დეტალურად დააინტერესებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია სრულად და გამჭირვალედ მიაწოდოს საზოგადეობას.

უკვე  დასრულდა თერთმეტი რეგიონალური ოფისის მოწყობა. როგორც ცენტრი, ასევე რეგიონები მზად ვართ მაშტაბური პროექტების განსახორციელებლად, რაც კარდაკარის წესით ამომრჩეველთ სიების დაზუსტებას გულისხმობას.

კომისია მოქმედების მეორე ეტაპზე   თებერვლის თვეში გადადის.  თებერვალ მარტის პერიოდში ჩვენ განვახორციელებთ მზადებას კარდაკარ აქციისათვის. ერთის მხრივ ეს იქნება მობილური ჯგუფების  დაკომპლექტება საქართველოს მასშტაბით. კარდაკარის განხორციელებისათვის საჭიროა 11 090  ადამიანი.  თებერვალვალ-მარტის თვეში ჩატარდება  ტრენერთა ტრენინგი, რის შემდგომაც დატრენინგდებიან უკვე კარდაკარის აქციაში მონაწილე მობილური ჯგუფები.

თებერვალ მარტის პერიოდში მოხდება საზოგადოების იმფორმირებულობა მოსალოდნელი აქციასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მომდევნო პერიოდს უშუალოდ კარდაკარ აქციას, განხორციელდება აპრილ -მაისის თვეში.

1 მაისიდან  და 15 ივნისამდე პერიოდში ჩვენ, კიდევ მივიღებთ დამატებით ინფორმაციას სახელმწიფო უწყებებიდან  განახლებული  სიებთან დაკავშირეებით.    ივნისის თვე გვექნება  მონიტორინგისა და კონტროლის თვე გაწეული საქმიანობის შესახებ. გავაანალიზებთ , როგორ ჩატარდა კარდაკარ აქცია და რა ნაკლოვანებები ქონდა მას.  კანონით განსაზღვრული ვადებით, კომისიამ  პირველ აგვისტოს უნდა დადოს ამომრჩველთა სიის საბოლოო ვარიანტი.  სწორედ ამიტომ ივლისი მთლიანად დაეთმობა ამომრჩველთა ერთიანი სიის  ფორმირებას და მისი წარდგენა განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისის თვის ბოლოს.  
1 აგვისტოდან ვიდრე არჩევნებამდე  14 დღით ადრე ,კომისია უფლებამოსილია განახორციელოს   ცვლილებები ერთიან სიაში, რაც უკავშირდება ყველა ბუნებრივ ცვლილებებს  (ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს , გარდაცვალების ფაქტებს, პატიმართა და  საზღვარგარეთ გასული პირების ფაქტორს.)

არჩევნებამდე 14 დღით ადრე იკეტება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია ფუნქციონირებას წყვეტს.   ამ პერიოდში გადაწყდება   გახდება თუ არა  კომისია მუდმივმოქმედი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო.

მინდა მედიასაშუალებებს მოგმართოთ თხოვნით, რომ  სამი მიმართულებით  გააქტიურდეთ. ერთის მხრივ იყავით მაქსიმალურად ჩართულები პროცესში,  მეორეს მხრივ გთხოვთ  უზრუნველყოთ ქართული საზოგადოების მაქსიმალური  ინფორმირებულობა ყველა დეტალთან    დაკავშირებით  და  მესამე, რომ უზრუნველყოთ ჩვენი საქმიანობის გამჭირვალობა.” -მამუკა კაციტაძე.



 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Mar   April 2018   May

SMTWTFS
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
Julianna Walker Willis Technology