მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

20 აგვისტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველ;ყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ეუ...

კომისიის მორიგი სხდომა

  15 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომ...

კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  12 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის ...

კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, 12 ივნისს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ...

კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

11 ივნისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ შუალედური ანგარიში საქართველოში აკრე...

  • მამუკა კაციტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • კომისიის მორიგი სხდომა

  • კომისიის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

  • კომისიამ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში ჩააბარა

ბადრი ნიაური მამუკა კაციტაძე




დაიბადა 1966 წლის 9 თებერვალს, თბილისში;

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა . თბილისის 152-ე საშუალო სკოლა;

1983 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;

1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი პოლიტექნიკური
ინსტიტუტი)
საავტომობილო გზების ინჟინერ- მშენებლის სპეციალობით;

1988 წელს, თანამოაზრეებთან ერთად შექმნა არაფორმალური გაერთიანება ,,სადისკუსიო კლუბი". იყო ამ კლუბის თავმჯდომარე;

1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლების დროს იყო ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტის
წევრი;

1990 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია –
ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სტუდენტური კავშირი", რომლის პირველი ხელმძღვანელიც თვითონ
იყო;

1993 წელს, ასევე მისი ინიციატივით შეიქმნა ,,საქართველოს სტუდენტური ლიგა", ანუ სტუდენტურ
ორგანიზაციათა გაერთიანება;

1992 წლის მაისში, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ახალგაზრდულ ორგანიზაცია ,,თაობა",
რომლის პრეზიდენტადაც თვითონ იყო არჩეული;

1993 წელს შეიქმნა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა გაერთიანება - მოძრაობა ,,ახალი თაობა", რომლის
სპიკერადაც იქნა არჩეული;

ამ მოძრაობის ბაზაზე, 1994 წელს, დაფუძნდა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო,
რომელიც დღეს ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის ნამდვილი წევრია.
ამ ორგანიზაციის ეგიდით მიღებული აქვს მონაწილეობა ახალგაზრდულ ფორუმებში,
კონფერენციებში – რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ
ზონებში, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ან წევრს;

1992-1995 წლებში არჩეული იყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის
მოადგილედ;

1993 წელს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, დააფუძნა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
ახალგაზრდული ცენტრი ,,ძლევაი";

1992-1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთში, ბატალიონ ,,ორბის" შემადგენლობაში;

1994 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტექნიკური
კლუბი", რომლის მიზანიც იყო მემარჯვენე პოლიტიკური ცენტრის შექმნა;

1996 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ
საქმიანობას.

1996- 2002 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ
საკითხთა სამმართველოს უფროსი;

2000 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი მოძრაობა". იყო ამ ორგანიზაციის
თანათავმჯდომარე;

2001 წლის 15 ივნისიდან არის პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების" დამფუძნებელი
და მთავარი კომიტეტის წევრი;

2001 წელს აირჩიეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად;

2002 წლის 2 ივნისს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო ფრაქცია ,,ახალი მემარჯვენეების"
(ახლები) თავმჯდომარე;

2003 დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
სამართალმცოდნის, იურისტის კვალიფიკაციით;

2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად პროპორციული
წესით ,,მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები-ახლები" პარტიული სიით;

2006 წლიდან იყო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" თავმჯდომარის მოადგილე და პ/გ "ახალი
მემარჯვენეების" საპარლამენტო მდივანი;

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი
რეგიონების კომიტეტის და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრი;

იყო საქართველოს პარლამენტის მუდმვმოქმედი დელეგაციის წევრი სამხრეთკავკასიის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში;

საუბრობს ქართულ, რუსულ, და ინგლისურ (ლექსიკონის დახმარებით) ენებზე;

ჰყავს მეუღლე – მარიამ ჭეიშვილი, და ორი შვილი – სოფიო და გურამი.

 

 

 



სიების დაზუსტების პროცესი დასრულდა

 

 Sep   October 2018   Nov

SMTWTFS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
Julianna Walker Willis Technology